• ქარ
  • ENG
  • RUS
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ტურინვესტ ჯგუფი
    • ჰილტონ ბათუმი
    • ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
    • საბაგირო გზა არგო
    • სასტუმრო ბულვარ ბათუმი
    • კაზინო ინთერნეიშენალი
    • კაფე რვაფეხა
    • HAMPTON BY HILTON
    • ტერასა ასკანელი
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • ქარ
  • ENG
  • RUS
უკან
მთავარი
  • ტურინვესტ ჯგუფი
  • საბაგირო გზა არგო

კულტურულ-გასართობი კომპლექსი არგო საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს. არგოს კონცეფცია არგონავტების თქმულების, არგოს მითის ირგვლივაა აგებული, შესაბამისად, საბაგირო გზის, კომპლექსის შიდა და გარე სივრცეების, მთლიანად შენობის დიზაინი და არქიტექტურა მჭიდროდ უკავშირდება ძველი კოლხეთის ,,ყველაზე ცნობილი“ სტუმრების მოგზაურობასა და თავგადასავალს.

კომპლექსის ძირითადი ნაწილი ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. იქ მოხვედრა შესაძლებელია არგოს საბაგირო გზით, რომლის საწყისი სადგური ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზეა. საბაგირო გზის სიგრძე 2 586 მეტრია, მოძრაობს 8-ადგილიანი 20 გონდოლა და ერთი მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. არგოდან საბაგირო გზის ნაცვლად ფეხით დაბრუნებაც შესაძლებელია.

კულტურულ-გასართობი ცენტრი არგო ზაფხულში, ღია ცის ქვეშ ფოლკლორული საღამოებს მასპინძლობს: ცეკვა და სიმღერა, საბრძოლო ხელოვნებისა და ტრადიციული ქართული ცეკვის მასტერკლასები. კვირაში რამდენჯერმე ეწყობა კლასიკური მუსიკის კონცერტები... როგორც ბავშვებს, ისე დიდებს არგო ხშირად სთავაზობს სხვადასხვა გასართობ შოუ-პროგრამას. 

არგოზე მუშაობს კაფე-რესტორანი როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში - ,,გემბანზე“; ღვინის და სუვენირების მაღაზია; აქვეა ფოტოჯიხური, სანაყინე, გადმოსახედი ბაქანი და სხვა...

არგო კომპანია ტურინვესტ ჯგუფის ერთ-ერთი განხორციელებული პროექტია, რომელიც 2008 წელს დაიწყო. მშენებლობას დაახლოებით 5 წელი დასჭირდა და 2013 წლის 17 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. საბაგირო გზა დააპროექტა და დაამზადა Doppelmayr-მა, საბაგირო ინჟინერიის დარგის მსოფლიოს ლიდერმა კომპანიამ. საბაგირო გზის სადგურების, ასევე კომპლექსის არქიტექტურა დაამუშავა ცნობილმა კომპანია CallisonRTKL-მა.

  • webpage
  • facebook
  • instagram
whiteLogo
  • საქართველო, ბათუმი, ე.თაყაიშვილი №13
  • 0422 27 54 34
  • info@tourinvest.ge
  • facebook linkedin

ყველა უფლება დაცულია ©2023

shindi