• ქარ
  • ENG
  • RUS
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ტურინვესტ ჯგუფი
    • ჰილტონ ბათუმი
    • ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
    • საბაგირო გზა არგო
    • სასტუმრო ბულვარ ბათუმი
    • კაზინო ინთერნეიშენალი
    • კაფე რვაფეხა
    • HAMPTON BY HILTON
    • ტერასა ასკანელი
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • ქარ
  • ENG
  • RUS

ჩვენ შესახებ

მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენ შესახებ
  • კომპანიის ხედვები და ამოცანები
  • სამომავლო გეგმები

მასშტაბური პროექტები და იდეები, ინოვაციები და მაღალი კლასი, პროფესიონალიზმი და საერთაშორისო ავტორიტეტი - ეს ტურინვესტ ჯგუფის ბიზნეს სტანდარტია!

ტურინვესტ ჯგუფი, რომლის ინვესტიციების საერთო რაოდენობა 200 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია, 2008 წლიდან მუშაობს საქართველოში. 

2008 წლიდან კომპანიამ განახორციელა რეგიონისთვის და ქვეყნისთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ტურინვესტ ჯგუფმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ბათუმის საქმიან და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. კომპანიის დასრულებული პროექტები დღეს ბათუმის და მთლიანად ქვეყნის ტურისტული და ბიზნესგარემოს აღიარებული, საიმიჯო ნაწილია.

მშენებლობა; უძრავი ქონების მართვა და გაყიდვა; სასტუმროს მომსახურების მენეჯმენტი; რესტორნების, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვა; საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები - ეს ტურინვესტ ჯგუფის საქმიანობის სფეროებია.

მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე კომპანია აგრძელებს მასშტაბურ, ახალ პროექტებზე მუშაობას.

ტურინვესტ ჯგუფის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები:

  • საბაგირო და კულტურულ-გასართობი კომპლექსი არგო
  • სასტუმრო ბულვარ ბათუმი
  • სასტუმრო ჰილტონ ბათუმი
  • ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
  • კაზინო ინტერნეიშენალი
  • რვაფეხა (კაფე ფანტაზია)
  • Hampton by Hilton (მიმდინარე)

ხარისხზე, მაღალ კლასსა და ინოვაციებზე აქცენტი, მაღალკვალიფიციური და თანამედროვე მიდგომა, კომპანიის უპირატესობა და საფირმო ნიშანია. ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, საქმიანობის ყველა ეტაპზე ტურინვესტ ჯგუფი მუშაობს მხოლოდ სანდო, მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პროფესიონალ სპეციალისტთა ჯგუფებთან.

ტურინვესტ ჯგუფი ქმნის რეგიონის და ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, ბაზარზე ამკვიდრებს ბიზნესის მაღალ სტანდარტებს, გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით თავისი ქალაქისა და თანამშრომლების მიმართ. ტურინვესტ ჯგუფს დასაქმებული ჰყავს 700-მდე ადამიანი.

ჰემპტონი ჰილტონისგან

ტურინვესტ ჯგუფი - მრავალწლიანი გამოცდილებით, ბაზარზე დამკვიდრებული ავტორიტეტითა და შესაბამისი სტანდარტით - ქვეყნისთვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს.

კომპანია, რომელმაც საქართველოში ჰილტონი შემოიყვანა, ამჯერად ბათუმში ჰემპტონს აშენებს. Hampton by Hilton-ის მშენებლობა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

სასტუმროს აქვს ხელსაყრელი მდებარეობა - 146-ნომრიანი სასტუმრო, ქალაქის ცენტრში, ზღვასთან და ბულვართან ახლოს.

Hampton by Hilton - ეკომეგობრული გარემო, თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურა და დიზაინი - ტურინვესტ ჯგუფის კიდევ ერთი, ტრადიციულად, გამორჩეული და მაღალი სტანდარტის პროექტი.

whiteLogo
  • საქართველო, ბათუმი, ე.თაყაიშვილი №13
  • 0422 27 54 34
  • info@tourinvest.ge
  • facebook linkedin

ყველა უფლება დაცულია ©2023

shindi