• ქარ
  • ENG
  • RUS
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ტურინვესტ ჯგუფი
    • ჰილტონ ბათუმი
    • ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
    • საბაგირო გზა არგო
    • სასტუმრო ბულვარ ბათუმი
    • კაზინო ინთერნეიშენალი
    • კაფე რვაფეხა
    • HAMPTON BY HILTON
    • ტერასა ასკანელი
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • ქარ
  • ENG
  • RUS
უკან
მთავარი
  • ტურინვესტ ჯგუფი
  • სასტუმრო ბულვარ ბათუმი

ბუტიკის ტიპის სასტუმრო ბულვარ ბათუმი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელთან, შავი ზღვის სანაპიროდან 3 წუთის სავალ გზაზე. ბულვარ ბათუმის ბაროკოს სტილის შენობა ქალაქის ისტორიული იერსახის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია.  

სასტუმროს შიდა დიზაინი უნიკალურია და ქმნის მყუდრო, თბილ ატმოსფეროს. თითოეული დეტალი დამუშავებულია დიდი პროფესიონალიზმითა და სიყვარულით. ოთახები მოპირკეთებულია ხის დეტალებით და აღჭურვილია ხელნაკეთი ბრებით.

ინტერიერის დიზაინის დეტალებში სიმბოლურად გამოხატულია ბათუმის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. თანამედროვე, კლასიკური სტილის სასტუმროში 27 ოთახია, რომლებიც განთავსებულია სამ სართულზე. ოთახების უმრავლესობას აქვს აივანი, საიდანაც ბულვარის თვალწარმტაცი ხედები იშლება.

ბულვარ ბათუმი ევროპული და ზღვისპირა არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუში და კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აგებულ პოლიცმაისტერ ვოზნესენსკის სახლს საბჭოთა ეპოქაში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ, ერთხანს აქ სატელეფონო-სატელეგრაფო კანტორაც ფუნქციონირებდა. წინა საუკუნის 90-იანი წლებში შენობა განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მოგვიანებით ტურინვესტ ჯგუფმა შენობას რესტავრაცია ჩაუტარა და დღეს ბათუმის პოლიცმაისტერის სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადარჩენის და მასში ახალი სიცოცხლის გაგრძელების საუკეთესო მაგალითია.

ბულვარ ბათუმი ზღვის, სანაპიროს და ქალაქის ერთიანი სურათის ის განუყოფელი და უნიკალური ნაწილია, რის გამოც უყვართ ბათუმი, რის სანახავადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ბათუმში.

  • facebook
  • instagram
whiteLogo
  • საქართველო, ბათუმი, ე.თაყაიშვილი №13
  • 0422 27 54 34
  • info@tourinvest.ge
  • facebook linkedin

ყველა უფლება დაცულია ©2023

shindi