• ქარ
  • ENG
  • RUS
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ტურინვესტ ჯგუფი
    • ჰილტონ ბათუმი
    • ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
    • საბაგირო გზა არგო
    • სასტუმრო ბულვარ ბათუმი
    • კაზინო ინთერნეიშენალი
    • კაფე რვაფეხა
    • HAMPTON BY HILTON
    • ტერასა ასკანელი
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • ქარ
  • ENG
  • RUS
უკან
მთავარი
  • ტურინვესტ ჯგუფი
  • ჰილტონ ბათუმი

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონ ბათუმი – მომსახურების უცვლელი კლასი და სტანდარტი, საერთაშორისო ბრენდი ზღვისპირა ქალაქის ხიბლით და უპირატესობით.

ჰილტონ ბათუმი მდებარეობს ქალაქის ცენტში, სანაპიროსთან, გადაჰყურებს შავ ზღვას, ისტორიული უბნებსა და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებს. ჰილტონ ბათუმის შენობა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობაა.

ჰილტონი საქართველოში პირველად ტურინვესტ ჯგუფმა შემოიყვანა, 2000-იანი წლების ბოლოს. ბათუმში სასტუმრო ჰილტონის მშენებლობა იქცა უმნიშვნელოვანეს ეტაპად ქვეყნისთვის და რეგიონისთვის - ჰილტონ ბათუმმა საქართველო კიდევ უფრო მკვეთრი და შესამჩნევი გახადა ბიზნესისა და ტურიზმის მსოფლიოს რუკაზე. 

ჰილტონ ბათუმს აქვს 247 ნომერი - ზღვის, მთის ან ქალაქის თვალწარმტაცი ხედებით. თანამედროვე და მაღალი კლასის სივრცეები როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე დასასვენებლად. ბიზნესკონფერენციებისა თუ სხვა ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად ჰილტონ ბათუმში განთავსებულია შესაბამისად მოწყობილი დარბაზები; გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და დასვენების მსურველთათვის კი - დახურული აუზი, სპა და ფიტნესცენტრი უახლესი აღჭურვილობით.

სასტუმრო ჰილტონ ბათუმის პროექტი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში, კომპანია CallisonRTKL-ის მიერ. მშენებლობის მთელი პროცესი ავტორთა ზედამხედველობით წარიმართა, ხარისხის კონტროლი კი ბრიტანულმა კომპანიამ MACE INTERNATIONAL-მა განახორციელა. 

  • webpage
  • facebook
  • instagram
  • linkedin
whiteLogo
  • საქართველო, ბათუმი, ე.თაყაიშვილი №13
  • 0422 27 54 34
  • info@tourinvest.ge
  • facebook linkedin

ყველა უფლება დაცულია ©2023

shindi