• ქარ
  • ENG
  • RUS
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ტურინვესტ ჯგუფი
    • ჰილტონ ბათუმი
    • ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
    • საბაგირო გზა არგო
    • სასტუმრო ბულვარ ბათუმი
    • კაზინო ინთერნეიშენალი
    • კაფე რვაფეხა
    • HAMPTON BY HILTON
    • ტერასა ასკანელი
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • ქარ
  • ENG
  • RUS
უკან
მთავარი
  • ტურინვესტ ჯგუფი
  • HAMPTON BY HILTON

ტურინვესტ ჯგუფმა - მრავალწლიანი გამოცდილებით, ბაზარზე დამკვიდრებული ავტორიტეტითა და შესაბამისი სტანდარტით - ქვეყნისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა. Hampton by Hilton Batumi Center - ახალი სიტყვა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში.

2008 წლიდან კომპანიამ განახორციელა რეგიონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ტურინვესტ ჯგუფმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ბათუმის საქმიან და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. ხარისხზე, მაღალ კლასსა და ინოვაციებზე აქცენტი, მაღალკვალიფიციური და თანამედროვე მიდგომა კომპანიის საფირმო ნიშანია. ტურინვესტ ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტები დღეს ბათუმის და მთლიანად ქვეყნის ტურისტული და ბიზნესგარემოს აღიარებული საიმიჯო ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ტურინვესტ ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც საერთაშორისო პრემიუმ კლასის ბრენდი Hilton შემოიყვანა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი გარდატეხა აღმოჩნდა ქართული ბაზრისა და ეკონომიკისთვის. Hilton Batumi-მა საქართველო კიდევ უფრო მკვეთრი და შესამჩნევი გახადა ბიზნესისა და ტურიზმის მსოფლიო რუკაზე.

Hampton by Hilton Batumi Center - ახალი სასტუმრო კომპლექსია. თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურა და დიზაინი - ტურინვესტ ჯგუფის კიდევ ერთი, ტრადიციულად გამორჩეული და მაღალი სტანდარტის პროექტია, რომელიც საერთაშორისო და ჰილტონის სტანდარტების სრული დაცვით აშენდა აჭარის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ქართული ბაზარი გაჯერებულია 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებით, მომხმარებელს კი საშუალო კლასის სასტუმროების ნაწილში მრავალფეროვანი არჩევანი არ აქვს. Hampton by Hilton ამ მიმართულებით მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი ინფრასტრუქტურის მაღალი ხარისხის, კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოს ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.

Hampton by Hilton Batumi Center წარმოადგენს Hilton Worldwide ქსელის შემადგენელ ნაწილს და ხელმისაწვდომია Hilton Honors პროგრამის 100 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის. Hilton-ის მომხმარებლებს განსხვავებული პრეფერენციები გააჩნიათ, განსაკუთრებით დღევანდელ განვითარებად/მზარდ ტურისტულ გარემოში. მომსახურების მაღალ სტანდარტებზე ფოკუსირებული სასტუმროები, როგორიცაა Hampton by Hilton, ძალიან მოთხოვნადია, რაც ბათუმს მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი ამ მოთხოვნების გლობალურ რუკაზე. ეს შესაძლებლობა სხვა ისეთ ბენეფიტებთან ერთად, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური წინსვლა და სტუმართმოყვარეობის მზარდი სტანდარტები, ხელსაყრელია ბათუმის პოპულარიზაციისა და აღიარებისთვის.'' - გიორგი აბაშიძე, CEO, ტურინვესტ ჯგუფი.

სასტუმროს აქვს ხელსაყრელი მდებარეობა - 143 - ნომრიანი სასტუმრო, ქალაქის ცენტრში, ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელთან, შავი ზღვის სანაპიროდან 3 წუთის სავალ გზაზე. Hampton by Hilton Batumi Center-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი მცირე მასშტაბებია - სასტუმროს კომპლექსში მხოლოდ 7 სართულია რაც მყუდრო და კომფორტული გარემოს გარანტია.

მასშტაბური პროექტები და იდეები, ინოვაციები, პროფესიონალიზმი და საერთაშორისო ავტორიტეტი ეს ტურინვესტ ჯგუფის ბიზნესტანდარტია. კომპანია კვლავ აგრძელებს ახალ და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას რომელიც ღირებულ წვლილს შეიტანს რეგიონის / ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.

whiteLogo
  • საქართველო, ბათუმი, ე.თაყაიშვილი №13
  • 0422 27 54 34
  • info@tourinvest.ge
  • facebook linkedin

ყველა უფლება დაცულია ©2023

shindi