ძალიან მალე - Hampton by Hilton Batumi Center
2 მაისი, 2025
ტურინვესტ ჯგუფის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი Hampton by Hilton Batumi Center საბოლოო ეტაპზე გადადის – მშენებლობა მალე წარმატებით დასრულდება.შავი ზღვის სანაპიროსა და ბათუმის ბულვართან მდებარე, 143 ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო ახალი სტანდარტია სტუმართმოყვარეობის სფეროში – კომფორტი, ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთ სივრცეში, საერთაშორისო ბრენდის გარანტიით.Hampton by Hilton Batumi Center წარმოადგენს Hilton Worldwide ქსელის ნაწილს და ეყრდნობა ბრენდის ასწლიან გამოცდილებას, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის სერვისით და სტუმართმოყვარეობის ინოვაციური სტანდარტებით არის ცნობილი.პროექტი არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული ჰაბის, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობაა.ძალიან მალე, ახალი და კომფორტული არჩევანი აჭარის ტურისტულ რუკაზე.