კომპანიის ხედვები და ამოცანები
ხარისხზე, მაღალ კლასსა და ინოვაციებზე აქცენტი, მაღალკვალიფიციური და თანამედროვე მიდგომა, კომპანიის უპირატესობა და საფირმო ნიშანია. ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, საქმიანობის ყველა ეტაპზე ტურინვესტ ჯგუფი მუშაობს მხოლოდ სანდო, მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პროფესიონალ სპეციალისტთა ჯგუფებთან.
ტურინვესტ ჯგუფი ქმნის რეგიონის და ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, ბაზარზე ამკვიდრებს ბიზნესის მაღალ სტანდარტებს, გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით თავისი ქალაქისა და თანამშრომლების მიმართ. ტურინვესტ ჯგუფს დასაქმებული ჰყავს 700-მდე ადამიანი.