ტურინვესტ ჯგუფი HOFTEL-ის ოფიციალური წევრი გახდა! (EN)
24 February, 2026
მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ჯგუფის საერთაშორისო აღიარების გზაზე: „ტურინვესტ ჯგუფი“ HOFTEL-ის ოფიციალური წევრი გახდა!
ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სასტუმრო უძრავი ქონების მსხვილ ინვესტორებსა და მფლობელებს მთელი მსოფლიოდან.
წევრობა საშუალებას მოგვცემს:
ჩავერთოთ გლობალურ პროფესიულ დისკუსიებში;
მივიღოთ წვდომა ექსკლუზიურ კვლევებსა და პუბლიკაციებზე;
ფეხი ავუწყოთ მასშტაბურ ტენდენციებს სასტუმრო-უძრავი ქონების მიმართულებით.
ეს ნაბიჯი სრულად პასუხობს ჩვენი ჯგუფის სტრატეგიულ პრიორიტეტებს - ზრდას, გაფართოებასა და ოპერაციული ეფექტურობის ამაღლებას.